თბილისში მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცს ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

IPN