ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, მოწყობილობა აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
IPN