"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე შემზარავი დემნა გვასალია - კვირის პალიტრა

"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე შემზარავი დემნა გვასალია

"ბა­ლენ­სი­ა­გას“ სა­მოსს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დე­რობ­ში ვა­წყდე­ბით. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე თუ ვარ­სკვლა­ვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - მისი სა­მო­სი, თით­ქოს, ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ანს ერ­გე­ბა და მო­დის ის­ტო­რი­ა­ში რა­ღაც ახალ სი­ტყვას ამ­ბობს. ახლა კი დემ­ნა გვა­სა­ლია, თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­დე­გად, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც Time-ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში მოხ­ვდა.

"დემ­ნა უკვე თით­ქმის რვა წე­ლია, მო­დის სამ­ყა­როს მწვერ­ვალ­ზეა, ის მო­დის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ცო­ცხა­ლი დი­ზა­ი­ნე­რია", - წერს მო­დის ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Harper's Bazaar "ბა­ლენ­სი­ა­გას" ახა­ლი ჩვე­ნე­ბის გან­ხილ­ვი­სას.

22 მა­ისს ნიუ-იორკში ბა­ლენ­სი­ა­გას 2023 წლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რაც დემ­ნას პირ­ვე­ლი შოუ იყო აშშ-ში.

demna3-40471-1653483781.jpg

ცხა­დია, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სა და კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ი­ნის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლის შე­სა­ბა­მი­სად იყო შო­უს­თვის შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლიც: უოლ-სტრიტ­ზე მდე­ბა­რე ნიუ-იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია.

დემ­ნა ახერ­ხებს, რომ ყო­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე აუ­დი­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა ემო­ცია აღ­ძრას: მას შე­უძ­ლია იყოს კო­მი­კუ­რი, ტრა­გი­კუ­ლი, ცი­ნი­კუ­რი, ან რო­გორც მისი ბოლო კო­ლექ­ცია შე­ა­ფა­სეს, შემ­ზა­რა­ვიც კი...

ინ­ტენ­სი­უ­რი და დამ­თრგუნ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბი­თა და ლა­ტექ­სით და­ფა­რუ­ლი სხე­უ­ლე­ბით დემ­ნამ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მო­ა­ხერ­ხა, რომ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გრძნო­ბე­ბი გა­ე­ჩი­ნა მნახ­ველ­ში.

"შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და ვფიქ­რობ, მო­დაც ამის ანა­რეკ­ლია... ჩემი აზ­რით, ამ შოუს გა­მარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და დემ­ნამ.

demna-1653483781.jpg

ჩვე­ნე­ბა თე­მა­ტუ­რად სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: ერ­თგვარ შე­სა­ვალ ნა­წილს Garde-Robe ეწო­დე­ბა და თა­ვად დემ­ნამ ის "მა­ღა­ლი კლა­სის კლა­სი­კურ სა­მო­სად" და­ა­ხა­სი­ა­თა. კო­ლექ­ცი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლის ელე­მენ­ტებ­ში აბ­რე­შუ­მი და დიდი ზო­მის ფეხ­საც­მე­ლე­ბი ჭარ­ბობ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი იყო ჩვე­ნე­ბის ბოლო, მე­სა­მე ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დემ­ნამ Adidas-თან ითა­ნამ­შრომ­ლა. დი­ზა­ი­ნერ­მა ამის მი­ზე­ზი მარ­ტი­ვად ახ­სნა:

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და სამი ხა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა".

სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბის­გან, ისე მო­დის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­გან ჩვე­ნე­ბამ მეტ­წი­ლად და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა და მისი ერ­თგვა­რი დის­ტო­პი­უ­რი სტი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის კრი­ტი­კა­დაც შე­ა­ფა­სეს.

"ფული სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფე­ტი­შია", - გა­ნა­ცხა­და დემ­ნამ ჩვე­ნე­ბა­ზე. (წყარო)