ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია გაყინული - კვირის პალიტრა

ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია გაყინული

ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 23 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რენდერსმა განაცხადა.

Reuters-ი წერს, რომ ეს მაჩვენებელი მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნაკლებია.

რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია მისი ცენტრალური ბანკის აქტივების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინვა გლობალურად.

დიდიე რენდერსის ინფორმაციით კი, ევროკავშირის ქვეყნებში ამ აქტივების მხოლოდ ერთ მეათედზე ნაკლებია დაყადაღებული. ამასთან, დიდიე რენდერსის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე გაყინეს ფიზიკური პირების დაახლოებით 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, როგორიცაა: იახტები და ვილები, რომლებიც დაკავშირებულია ოლიგარქებთან და კრემლთან კავშირში მყოფ ოფიციალურ პირებთან.

IPN