"რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ" - ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეთერს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

"რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ" - ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეთერს დაუბრუნდა

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე დღეს, 26 მაისს, პირველად, ტრაგედიის შემდეგ, სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა:

"განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით თქვენ, განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება.

რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ.

ამ გადარჩენისთვის დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან ისეთი სიყვარული და მხარში დგომა ვიგრძენი თქვენგან, ისეთი იმედი და ძალა, რომ არ შემეძლო, არ გამეგრძელებინა. დიდი მადლობა ყველას.

ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა გადაგიხადოთ ის სიყვარული, სითბო და თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის გამოიჩინეთ ასეთ რთულ დღეებში, მთელმა საზოგადოებამ და ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა, რომლისთვისაც ამდენი წელია დიდი სიყვარულით ვშრომობ", - ამბობს ნიკა წულუკიძე გადაცემაში "იმედის დღე".

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხს 3 მაისს უდი­დესი ტრა­გე­დი­ა დაატყდა თავს - 2 წლის კიტა წულუკიძე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა.