ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში ვრცელდება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტამდე ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

ფინეთის მთავრობის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინას ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებას გაუწევს.

ვიზიტი ფინეთის მიერ, ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებას მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"