დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა" - ფოტოები კახი კალაძის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან - კვირის პალიტრა

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა" - ფოტოები კახი კალაძის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე და ანუკი არეშიძე .დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე, ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ.pa-1653582213.jpg

"ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია - დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა!"- წერს დედაქალაქის მერი