26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა - რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერი - კვირის პალიტრა

26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა - რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერი

26 მა­ი­სი ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღედ გა­მო­ცხად­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აშშ-ის დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მა­რი­ელ ბა­უ­ზერ­მა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ბა­უ­ზე­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც ასე­ვე ვა­შინგტო­ნის მერი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

მა­რი­ელ ბა­უ­ზე­რის გან­ცხა­დე­ბას აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი "ტვიტერზე" აზი­ა­რებს და მას ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"1991 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა ამ თა­რი­ღის 31 წლის­თავს დიდი სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავს.

ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო არის ვა­შინგტო­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ამ ქვეყ­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის წა­მო­წე­ვას ახ­დენს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც აშშ-ში უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბით ჩა­მო­სულ­მა პირ­ველ­მა იმიგ­რან­ტებ­მა და­ა­ფუძ­ნეს.

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, მი­ვე­სალ­მოთ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ელჩს, და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ვიცე-პრე­მი­ერ­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს.

ვა­შინგტო­ნის მერი 26 მა­ისს, ვა­შინგტონ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღედ“ აცხა­დებს“, - ნათ­ქვა­მია მა­რი­ელ ბა­უ­ზე­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.