"მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს" - ზურაბიშვილი მაია სანდუს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ შეტანილ განაცხადზე ესაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
IPN