"გიორგი ამ უმძიმეს ინფორმაციას ისე შეხვდა, გავოცდით... " - რას ჰყვება გიორგი გილიგაშვილის და რთულ პერიოდსა და ძმის მდგომარეობაზე
ცოტა ხნის წინ, ძალიან თბილ, პოზიტიურ ადამიანს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე უკან არის და გიორგი თავს კარგად გრძნობს.
როგორ შეხვდა ის ამ უმძიმეს დიაგნოზს, რა სირთულეები დაძლია, ამაზე AMBEBI.GE-ს გიორგის და ნუცა გილიგაშვილი ესაუბრა:
- ამის გაგება ჩვენთვის ერთი მხრივ, შოკი იყო, მაგრამ ძალიან მალე, მოვედით გონს. თავად გიორგი ასეთ უმძიმეს ინფორმაციას ისე შეხვდა, გავოცდით. მართლა არ მინახავს, არ გამიგია, ადამიანი ასე დაიმუხტოს, ასე აენთოს და საბრძოლველად ასე განეწყოს. მოკლედ, თავად მოგვცა ძალა, ამ საშინელ ემოციას გავმკლავებოდით. როცა მკურნალობდა, ვიღიმოდით. ამის გამო, ჩვენ გარშემო, ამ ამბით დაძაბულ ადამიანებს ეუხერხულებოდათ კიდეც ეკითხათ - როგორ არის გიორგი? კი, ასე მსუბუქად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და დღემდე ყველას ისე პასუხობს. ვერც იტყვით, რომ მსგავსი რამ გადაიტანა. ისეა, თავი სტკიოდა, წამალი დალია და გადაუარა. ნამდვილად გმირულად შეხვდა, თუმცა მისგან სხვანაირი საქციელი შეუძლებელი იყო.
- ძლიერი ადამიანია, საოცარი შინაგანი სიმტკიცე აქვს...
- კი, ცდილობს, ნებისმიერ გამოწვევას ისე შეხვდეს, რომ ეს მას ეკუთვნის, ის უნდა მიიღოს და ამან უნდა გააძლიეროს და არ დაასუსტოს. ისე არ არის, რომ ვინმესთან სამდურავი ჰქონდეს... თავიდან ცოტა გულგრილად ვიყავი იმ კომენტარების მიმართ, რომ ვკითხულობდი - გიორგი ასეთი ბიჭია, რატომ დაემართა და ასეთს არ უნდა ემართებოდეს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია.
ჯერ ერთი, არავინ ვიცით, ცხოვრებაში ვის რა ეკუთვნის, რა გადაგვიტანია და რა განსაცდელი გველოდება. იმას, რაც ხდება, არის შენი თავის გასაძლიერებლად, მეტად განსამტკიცებლად - მე ასე ვუყურებ... ღმერთთან როცა უფრო ახლოს ხარ, ბოროტი მეტად გებრძვის და შესაბამისად, ძალის მოკრება, განმტკიცება, სირთულის გადალახვა უფრო გჭირდება. ყველაფერი კი იმისთვისაა, საკუთარ თავს და ღმერთს დაუმტკიცო, რომ მასთან გინდა ყოფნა და მზად ხარ ნებისმიერი მიწიერი განსაცდელი გადაიტანო ისე, როგორც ადამიანს და კაცს შეეფერება. ჩემთვის, არა მხოლოდ დისთვის, ადამიანისთვის გიორგი უდიდესი მაგალითია, - რომ ამიერიდან არაფერზე დავიწუწუნო. ხომ ვამბობ, იშვიათია, როცა მსგავს სიტუაციაში ადამიანი ისე მყარად დადგე, პანიკაში არ ჩავარდა!
მიტომ, მგონია, როცა რაიმე გტკივა, გაწუხებს და მძიმე სიტუაციაში ხარ, მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როგორები ვართ. გიორგის არც სჭირდებოდა ამის დამტკიცება, მაგრამ დამანახა, რომ ყველანაირ სიტუაციაში კაცია და ყველანაირ სიტუაციაში ღმერთი უყვარს. იხილეთ სრულად