"არ ღირს, ჩემ გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი" - პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - კვირის პალიტრა

"არ ღირს, ჩემ გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი" - პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს

თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა" და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თე­ლავ­ში დღეს ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმარ­თე­ბო­და.

"მოკ­ლედ , ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა კო­მე­დი ჯგუ­ფის ბი­ჭებს, საქ­მის გამ­კე­თებ­ლებს და ნი­ჭი­ერ ხალ­ხს.... არ ღირს ჩემ გამო ვინ­მემ უხერ­ხუ­ლად იგ­რძნოს თავი... მე წა­ვე­დი! p. s. რაც შე­ე­ხე­ბა ერეკ­ლე მე­ფეს, მას­ზე ცუ­დის მთქმე­ლის მა­გი­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი" - და­წე­რა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

AMBEBI.GE მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით არაფ­რის თქმა არ სურს.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნელს ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ბევ­რი საქ­მის გამო, ამ თე­მას დღეს თვა­ლი ვერ მი­ა­დევ­ნა და მა­ნაც სტა­ტუ­სი­დან გა­ი­გო პა­ა­ტას ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მას­თან და­რეკ­ვას და შეხ­ვედ­რას აპი­რებსს. ჩვენს კი­თხვა­ზე ხომ არ ყო­ფი­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ან სა­უ­ბა­რი, რომ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილს არხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა.

ცნო­ბის­თვის, პრო­ტეს­ტით უპა­სუ­ხეს თე­ლა­ვე­ლებ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ერეკ­ლე მე­ფეს მო­ღა­ლა­ტე უწო­და.

ერეკ­ლე მე­ო­რის სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად მე­ფის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ პო­ლი­ტი­კოსს მო­უ­წო­დეს, თავი შე­ი­კა­ვოს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან მე­ფის სა­ხე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

"იმ­დე­ნი თე­ლა­ვუ­რი აზრი მომ­დის, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი რბი­ლად ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა შევ­წი­რე იმ საქ­მეს, რა­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. ერეკ­ლე პა­პას, იმ ომე­ბის გვერ­დით, კი­დევ იმი­სი ძალა შეს­წევ­და, რომ ეს თე­ატ­რი და­ე­არ­სე­ბი­ნა.

ჩვენ თე­ატ­რა­ლე­ბი ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ მე­ფეს ვპირ­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად... ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან", - თქვა აქ­ცი­ა­ზე თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა. (წყარო)