"ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა" - შუქია აფრიდონიძე, "ქართული ენათმეცნიერების ვარსკვლავი" გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა" - შუქია აფრიდონიძე, "ქართული ენათმეცნიერების ვარსკვლავი" გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი წერს:

"ქალ­ბა­ტონ­მა შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძემ დაგვტო­ვა, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ხოლ­მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­ვი­გებ და მას­ზე მე­ტად ჩემი თავი და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი ნა­წი­ლი მე­ცო­დე­ბა, რო­მე­ლიც ვე­ღარ და­ი­ნა­ხავს მის გა­ცის­კროვ­ნე­ბულ სა­ხეს, ვე­ღარ მო­ის­მენს მის იმე­დის მომ­ცემ ლა­პა­რაკს.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით ერთი ის­ტო­რი­უ­ლი წიგ­ნი და­ი­ხუ­რა, რო­მე­ლიც თედო სა­ხო­კი­ა­თი იწყე­ბო­და და შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძით დას­რულ­და.ამ წიგნ­ში ერთი ფურ­ცელ­ზე ჩემი დიდი პა­პის გი­ორ­გი თაქთა­ქიშ­ვი­ლის, მისი ლე­გენ­და­რუ­ლი ბა­ღის ის­ტო­რი­აც ეწე­რა. ქალ­ბა­ტო­ნი შუ­ქია ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას ხში­რად იგო­ნებ­და ბავ­შვო­ბის იმ წლებს, როცა პა­პას ის ჩვენს სო­ფელ­ში ჩა­ყავ­და. ჩემი დიდი პაპა თბი­ლის­შიც მა­ლავ­და თურ­მე თედო სა­ხო­კი­ას ჟან­დარ­მე­რი­ის მიერ ძებ­ნის პე­რი­ოდ­ში.

მა­შინ და­მე­გობ­რე­ბუ­ლან და ზა­ფხუ­ლის საბ­ჭო­თა თბი­ლისს გა­მო­რი­დე­ბუ­ლი თედო სა­ხო­კია რველ­ში დიდი ვირ­გლის ძირ­ში ესა­უბ­რე­ბო­და ჩემს დიდ პა­პას იმ თე­მებ­ზე, ქალ­ბა­ტონ შუ­ქი­ას რომ არ უნდა გა­ე­გო. ნე­ტავ მა­შინ მანდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მეთ­ქი, ვუ­თხა­რი ქალ­ბა­ტონ შუ­ქი­ას, მე ხომ ვი­ყა­ვი და ვერც ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეო. გა­ი­ცი­ნა.

და­პი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რთველ­ში ერ­თად ჩას­ვლას, მაგ­რამ ვერ შე­ვუს­რუ­ლე. მან კი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­ას­რუ­ლა ერთი მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა: და­ა­ბი­ნა­ვა პა­პის ბიბ­ლი­ო­თე­კა ავე­ჯით ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, დღეს ეს ავე­ჯი და ბიბ­ლი­ო­თე­კა ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­ბაზ­შია და­ცუ­ლი.ახლა თით­ქოს ყურ­ში ჩა­მეს­მის ქალ­ბა­ტო­ნი შუ­ქი­ას ხმა, რო­მელ­საც ეხლა მე­ტყო­და: წა­ვე­დი პა­პას­თან!

მშვი­დო­ბით ქალ­ბა­ტო­ნო შუ­ქია, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ღირ­სე­უ­ლად ატა­რეთ ღირ­სე­უ­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი პა­პის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ისე, რომ და­ტო­ვეთ სა­კუ­თა­რი ბრენ­დი " შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე-ქარ­თუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი", - წერს ლე­ვან თაქთაშ­ვი­ლი.