"დღეს დილას ვნახე, რომ მეფე ერეკლეს წინააღმდეგ შეურაცხყოფები და ცილისწამება არ წყდება..." - რა ინიციატივით გამოდის გიორგი კალანდია? - კვირის პალიტრა

"დღეს დილას ვნახე, რომ მეფე ერეკლეს წინააღმდეგ შეურაცხყოფები და ცილისწამება არ წყდება..." - რა ინიციატივით გამოდის გიორგი კალანდია?

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია მეფე ერეკლეს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და შემდეგი ინიციატივით გამოდის:

"მეგობრებო, თქვენი ერთი რჩევა მჭირდება. დღეს დილას ვნახე, რომ მეფე ერეკლეს წინააღმდეგ შეურაცხყოფები და ცილისწამება არ წყდება... ზოგი ამ კამპანიის "გაპრავებას" უხეიროდ ცდილობს, ზოგის მას აგრესიით და ლანძღვით უპირისპირდება! მგონია, ამ ამბავთან შეწინააღმდეგება აუღელვებლად და არგუმენტირებულად უნდა მოხდეს! ამიტომ ვფიქრობთ, ხელოვნების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ საჯარო ლექცია "მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით". ლექციაზე უნიკალურ დოკუმენტებს კიდევ ერთხელ გავასაჯაროებთ, ეს მიუკერძეობელი წყაროები კარგად წარმოაჩენს "პატარა კახს" როგორც ლიდერსა და სახელწმიფო მოღვაწეს. აქვე საჩუქრად დავარიგებთ წიგნს (მინიმუმ 100 ცალს) "მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ წყაროებში". ასე რომ მობრძანდით, მოიყვანეთ შვილები, ახალგაზრდები.... თუ იდეა მოგწონთ კომენტარით დამიდასტურეთ და პოსტი გადაიზიარეთ, ინეტერესის შემთხვევაში დავნიშნავთ ონლაინ რეგისტრაციას და ლექციის თარიღს, მგონია, ლექციაზე ჩვენი სიმრავლე კარგი პასუხი იქნება მავანთათვის", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კლანდია