ვინ უწერს ზელენსკის გამოსვლის ტექსტებს - კვირის პალიტრა

ვინ უწერს ზელენსკის გამოსვლის ტექსტებს

სიტყვას დიდი ძალა აქვს, მით უფრო, თუ ამ სიტყვას პოლიტიკური­ ლიდერები­ წარმოთქვამენ. რუსეთ-უკრაინის­ ომის ფონზე­ ხშირად ვხდებით უკრაინის­ ლიდერის­ სიტყვის ძალის მოწმე. ვინ წერს შთამბეჭდავ და ემოციურ ტექსტებს,­ რომლებითაც ზელენსკი აცვიფრებს მსოფლიოს? ამის შესახებ პუბლიკაცია მოამზადა უკრაინულმა გამოცემა­ "ნოვაია­ ვრემიამ", მათ კი დეტალები პრეზიდ­ენტის ოფისიდან კონფიდენციალურმა წყარომ გაუმხილა. წყაროს ინფორმაციით, ამ გამოსვლების ტექსტებს წერს 38 წლის ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი დმიტრო ლიტვინი, თუმცა ბრიტანულ გამოცემასთან ლიტვინი აღნიშნავს, რომ ამ შინაარსისა და ემოციების უკან თვითონ ზელენსკი დგას.

- წელს უჩვეულოდ დაიწყო კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი - 17 მაისს კონკურსი პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გაიხსნა. დარბაზმა მოუსმინა უკრაინელ ლიდერს, რომელიც ომზე შეკრებილი საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა. დასაწყისისთვის ზელენსკიმ კინოკლასიკა - ჩარლი ჩაპლინის 1940 წელს გადაღებული ფილმი "დიდი დიქტატორი" გაიხსენა, რომელშიც დიდი კომიკოსი ადოლფ ჰიტლერს დასცინოდა. ეს იყო პირველი ხმოვანი ფილმი, რომელმაც გამოჩენისთანავე ხმაური გამოიწვია.

"მას შემდეგ კაცობრიობამ ბევრი შესანიშნავი ფილმი გადაიღო. გვეჩვენებოდა, თითქოს უკვე ყველამ გააცნობიერა, რომ ადამიანების დაპყრობა შესაძლებელია მშვენიერებით ეკრანებიდან და არა - საშინელი ბომბებით, მაგრამ მაშინაც იყო და ახლაც არის დიქტატორი, კვლავაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის და კვლავაც, როგორც მაშინ, აუცილებელია, რომ კინო არ დამუნჯდეს",“- თქვა ზელენსკიმ. მის სიტყვებს დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

მარტის პირველი დღეებიდან მოყოლებული, უკრაინის პრეზიდენტი თითქმის ყოველდღიურად ესაუბრება უცხოელ აუდიტორიას, სახელმწიფოთა პარლამენტებს. საერთაშორისო დებიუტი შედგა 1 მარტს - ზელენსკი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის სესიაზე და თავისი გამოსვლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მიუძღვნა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოფიციალურმა­ კიევმა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლები კოლექტიურ დასავლეთზე დიპლომატიური გავლენის ერთ-ერთ ეფექტიან იარაღად აქცია. ზელენსკიმ მოახერხა საზოგადოებრივი­ და პოლიტიკური განწყობის უკრაინის სასიკეთოდ შეცვლა ზოგიერთ ისეთ ქვეყანაშიც, რომლებიც თავდაპირველად გულგრილი იყვნენ ამ ომის მიმართ.

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაველ კლიმინი მიიჩნევს, რომ მის გზავნილებში ფაქტობრივი და ემოციური მხარეები კარგად არის დაბალანსებული: "სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებისადმი­ ასეთი მასშტაბის მიმართვა პირველია დიპლომატიის ისტორიაში, თუმცა ეს გასაგებია: ახლა რეალურად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ამ ომში მედიასივრცეც იარაღის როლს თამაშობს.“

dmitri-1653826980.jpg
როგორც გაირკვა, საპრეზიდენტო გამ­ოსვლების ერთ-ერთი ავტორი 38 წლის დმიტრო ლიტვინია. მანამდე ის მუშაობდა­ გამოცემა „Левый берег"-ის ვებგვერდზე,­ ახლა კი თანამშრომლობს უკრაინის პრეზ­იდენტის­ ოფისთან, რომელსაც ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. თავად ლიტვინი­ ბრიტანულ ჟურნალ Observer-თან საუბრისას ამბობს, რომ იდეები ზელენსკის ეკუთვნის: "პრეზიდენტმა ყოველთვის იცის, რისი თქმა სურს და როგორ უნდა თქვას"

როგორც გაირკვა, ზელენსკის ასეთი საჯარო წარმატების უკან მთელი გუნდი­ დგას.­ პრეზიდენტის ოფისში მუშაობს ჯგუფი,­ რომელიც წერს მისი გამოსვლების­ ტექსტებს. ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გაარკვია, რომ საპრეზიდენტო გამ­ოსვლების ერთ-ერთი ავტორი 38 წლის დმიტრო ლიტვინია. მანამდე ის მუშაობდა­ გამოცემა „Левый берег"-ის ვებგვერდზე,­ ახლა კი თანამშრომლობს უკრაინის პრეზ­იდენტის­ ოფისთან, რომელსაც ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. თავად ლიტვინი­ ბრიტანულ ჟურნალ Observer-თან საუბრისას ამბობს, რომ იდეები ზელენსკის ეკუთვნის: "პრეზიდენტმა ყოველთვის იცის, რისი თქმა სურს და როგორ უნდა თქვას".

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის ტექსტების იდეა ეკუთვნის ერმაკს, რომელიც კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს მეთაურის საერთაშორისო საქმიანობას. უცხოელი დეპუტატებისადმი მიმართვის ტექსტების მომზადება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, შეთანხმებით იწყება. შემდეგ დრო და თარიღი ზუსტდება თითოეული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამის შემდეგ ზელენსკი გუნდს უმხელს თავის ხედვას მომავალ გამოსვლასთან დაკავშირებით­ - რა უნდა მიიღონ შედეგად, როგორი მხარდაჭერა სჭირდება ქვეყანას. ტექსტს უშუალოდ ლიტვინი წერს, მაგრამ ხშირად ამ საქმეში ერთვება ანდრეი სიბიგაც (ერმაკის მოადგილე, რომელიც ზედამხედველობს საგარეო პოლიტიკის ბლოკს). გარდა ამისა, საქმეში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის ელჩები. იმ ქვეყნის ელჩი, რომლის პარლამენტისადმი მიმართვასაც ზელენსკი აპირებს, ლიტვინს აწვდის ინფო­რმაციას იქაურ გარემოზე, უკრაინის საკითხის მიმართ დამოკიდებულებაზე და ტექსტი ამის შემდეგ იწერება. როდესაც სიტყვა მზად არის, მას პრეზიდენტი განიხილავს და აფასებს. ტექსტის მომზადებას შეიძლება რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია მსმენელის კატეგორიაზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც პრეზიდენტი მიმართავს.

სიტყვის მწერლები

obama-1653826962.jpg

პირველი ადამიანი, ვინც თეთრი სახლის სიტყვის ავტორის ოფიციალური­ თანამდებობა მიიღო, იყო ემეტ ჰიუზი (პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მმართველობისას). პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თეთრ სახლში შექმნა "დოკუმენტებისა და კვლევის დეპარტამენტი". შექმნის შემდეგ სიტყვის ავტორთა ოფისი აღარ დაშლილა­ და მწერლების ჯგუფი ყველა პრეზიდენტს ჰყავდა. ზოგჯერ მათი რაოდენობა ექვსსაც აღწევდა. რონალდ რეიგანს და ორივე ბუშს ერთი და იგივე სიტყვის მწერლები ჰყავდათ. შემონახულია კადრები, როგორ მუშაობს ობამა თავის სიტყვაზე სფიჩვრაიტერებთან ერთად.