რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი მას შემდეგ დაბომბეს, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქში ჩასვლის შესახებ ცნობილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამუშაო ვიზიტით ხარკოვში ჩავიდა.

IPN