"ვიდრე ერდოღანია თურქეთის მეთაური, ვერ ვეტყვით "დიახ" იმ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს" - კვირის პალიტრა

"ვიდრე ერდოღანია თურქეთის მეთაური, ვერ ვეტყვით "დიახ" იმ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს"

მა­ნამ, სა­ნამ ერ­დო­ღა­ნი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რია, ჩვენ ნამ­დვი­ლად ვერ ვე­ტყვით „დიახ“ იმ ქვეყ­ნე­ბის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც ტე­რო­რიზმს მხარს უჭე­რენ, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის სამ­ხედ­რო ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­სულ კვი­რას ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის დე­ლე­გა­ცი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ იყო "მო­სა­ლოდ­ნელ დო­ნე­ზე" და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რა ვერ და­თან­ხმდე­ბა მათი ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხადს.

ცნო­ბის­თვის, ნატო-ს ყვე­ლა წევ­რის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე შვე­დე­თი და ფი­ნე­თი ვერ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან სამ­ხედ­რო ალი­ანსს. ორი­ვე სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვე­ყა­ნა უარ­ყოფს ქურ­თი მებ­რძო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

ambebi.ge