"ვლადიმერ პუტინი მარცხს იწვნევს ომში, რომელიც თავადვე წამოიწყო" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინი მარცხს იწვნევს ომში, რომელიც თავადვე წამოიწყო"

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადენით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცხს იწვნევს ომში, რომელიც მან თავადვე წამოიწყო. ამის შესახებ შოლცმა ტელემარათონის Save Ukraine განმავლობაში განაცხადა.

„ჩვენ თქვენთან, უკრაინელებთან ერთად ვართ გონებითა და გულით. პუტინი არ გაიმარჯვებს.. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს ვაწყობთ“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად უწევს დახმარებას, რათა უკრაინის ეკონომიკამ არ განიცადოს დიდი ვარდნა და აწვდის მას იარაღს, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ.

ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუშვა, რომ გერმანიამ სტუმართმოყვარეობით მიიღო 800 ათასი ლტოლვილი უკრაინიდან.

IPN