"ეს არ არის ანექსია. ეს არის სამხედრო ოპერაცია... ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას" - კვირის პალიტრა

"ეს არ არის ანექსია. ეს არის სამხედრო ოპერაცია... ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას"

დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად აღი­ა­რა, ჩვე­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა რუ­სე­თი დონ­ბას­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ას, ლავ­როვ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს არის არა ანექ­სია, არა­მედ “სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია”.

"ეს არ არის ანექ­სია. ეს არის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც ითხო­ვენ დო­ნეც­კის და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, გა­ე­როს წეს­დე­ბის 51-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა. ჩვენ ვი­ცავთ მო­სახ­ლე­ო­ბას და ვეხ­მა­რე­ბით მათ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მისი თქმით სხვა რე­გი­ო­ნებს შეს­ძლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვი­ან­თი ბედი თა­ვად გა­და­წყვი­ტონ.

"ჩვე­ნი აშ­კა­რა მი­ზა­ნი, რა თქმა უნდა, არის, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მია და უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბი­დან გავ­დევ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ებს, სა­დაც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტა, ეს ამ რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

ambebi.ge