"როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, ეს მკვლელობაა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილზე? - კვირის პალიტრა

"როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, ეს მკვლელობაა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილზე?

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გარ­შე­მო ატე­ხილ ხმა­ურს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც ის წერს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნა, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვილს აეკ­რძა­ლოს ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა, ამ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია. ფან­ჯი­კი­ძის თქმით, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ლექ­ცი­ებს მის შვილს - ეკა­საც უკი­თხავ­და, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნამ წიგ­ნე­ბის კი­თხვა შე­იყ­ვა­რა...

"რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს - კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ის კი არ არის, ვინც მზა აზ­რებს უტე­ნის თავ­ში მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ ის, ვინც წიგნ­თან მუ­შა­ო­ბას ას­წავ­ლის და მა­დას აღუძ­რავს, წა­ი­კი­თხოს და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი აზრი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი "წიგ­ნე­ბი­ან" სახ­ლში და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ და სულ რომ არ სდო­მო­დათ, შემ­თხვე­ვით რამე აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­ე­კი­თხე­ბო­დათ, ეკამ, რო­მე­ლიც ერთი წელი სწავ­ლობ­და ჯი­პა­ში და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი უკი­თხავ­და ლექ­ცი­ებს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, არა ჩემ­გან, არა­მედ სწო­რედ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის­გან შთა­გო­ნე­ბულ­მა და­ი­წყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­ვე ბევრ ადა­მი­ანს აა­ღე­ბი­ნა ხელ­ში ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი მის­მა და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ.

პო­ლი­ტი­კი­დან ვინც გინ­დათ გა­ყა­რეთ, პო­ლი­ტი­კო­სი თქვე­ნი/ჩვე­ნი ნა­ქი­რა­ვე­ბია და ვი­საც გინ­დათ "და­ნიშ­ნავთ", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი ვნე­ბი­თაც არ უნდა უყ­ვარ­დეს საქ­მე. პო­ლი­ტი­კუ­რი მრა­ვალ­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი არ­სე­ბობს და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ყვე­ლა აღ­მას­რუ­ლე­ბელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყოს. მაგ­რამ როცა ადა­მი­ანს იმ საქ­მეს უკ­რძა­ლავ, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის არ­სად აქვს ქცე­უ­ლი, მკვლე­ლო­ბაა. რა­ტომ ვკლავთ ერ­თმა­ნეთს? როცა ერ­თმა­ნეთს ვკლავთ, ეს ხომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ცაა. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ლექ­ცია არ წა­ი­კი­თხოს, ლაშა ბაქ­რა­ძე ლექ­სებს არ გა­ე­კა­როს, იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა არ იკ­ვლი­ოს, დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მე მი­ა­ტო­ვოს, გაგა ჩხა­ი­ძე კი­ნოს არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს...

ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ ხალ­ხთან ჩაკ­ვე­ხე­ბა, მაგ­რამ მეც "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" ქალი ვარ, ბევ­რი შემ­შლია, მაგ­რამ რა­ღაც მი­კე­თე­ბია სა­სარ­გებ­ლო-ც... პა­ცი­ენ­ტი არ მი­ვი­ღო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ უკე­თე­სი გახ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და, რაც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

გაჩ­ნდა ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობს მო­თხოვ­ნით, აეკ­რძა­ლოს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა, რა­საც თა­ვის მხრივ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ambebi.ge