სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია უარყო - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია უარყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობა უარყო. ამის შესახებ მან ფრანგული ტელეარხისთვის TF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მუდმივად ჩნდება საჯაროდ, არ ვფიქრობ, რომ საღი აზროვნების მქონდე ადამიანებმა შეიძლება დაინახონ ამ პიროვნებაში რაიმე დაავადების ან ავადმყოფობის ნიშნები“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, ბრიტანულ დაზვერვაში წყაროებმა მედიას აცნობეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკანასკნელი კვირის განმავლობაში სერიოზულად ავად იყო.

IPN