"ევროკავშირი "ჯერ არ არის" მზად სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციურ აკრძალვაზე" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი "ჯერ არ არის" მზად სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციურ აკრძალვაზე"

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი "ჯერ არ არის" მზად სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის შესახებ.

"ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა სანციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი ყველას მიმართ, ჩვენ ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ. ჩემი მოლოდინი დაბალია, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში იქნება ამის შესაძლებლობა“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების ასამოქმედებლად ყველა წევრის თანხმობა სჭირდება, რისი მიღწევაც უკვე ერთი თვეა ვერ ხერხდება.

რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთია.

"ინტერპრესნიუსი"