როგორია თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა?

თბილისში, სამგორში დაჭრილ მოზარდს "ამტელ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა.

ბავშვთა რეანიმაციის გამგის, მერაბ ჯოხაძის განცხადებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ჯერჯერობით წარმატებულად ჩანს ჩატარებული ოპერაცია, სისხლდენა შეჩერებულია, სტაბილურობა არის მიღწეული, აპარატულ სუნთქვაზე რჩება ჯერჯერობით. ამ ეტაპზე უკეთესობა არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კრიზისული პერიოდია ერთი-ორი დღე, მაგრამ წარმატებულად ჩატარდა ოპერაცია. ერთი შემავალი ჭრილობა იყო, მაგრამ შიგნით ბევრი დაზიანებები იყო, ნაწლავები და სისხლძარღვები იყო დაზიანებული. სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება“, - განაცხადა მერაბ ჯოხაძემ.

ცნობისთვის, სამგორში 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"