"უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა "აზოვსტა­ლის“ სამ­თვი­ა­ნი ალ­ყის შემ­დეგ ტყვედ აიყ­ვა­ნეს, შე­საძ­ლოა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და­ე­მუქ­როთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"? - კვირის პალიტრა

"უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა "აზოვსტა­ლის“ სამ­თვი­ა­ნი ალ­ყის შემ­დეგ ტყვედ აიყ­ვა­ნეს, შე­საძ­ლოა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და­ე­მუქ­როთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"?

უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა "აზოვსტა­ლის“ სამ­თვი­ა­ნი ალ­ყის შემ­დეგ ტყვედ აიყ­ვა­ნეს, შე­საძ­ლოა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და­ე­მუქ­როთ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა ეყ­რდნო­ბა ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის დე ფაქ­ტო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის იური სი­რო­ვატ­კის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმი­თაც, სა­სა­მარ­თლო მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ მსგავს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა მოქ­მე­დებს.

"სა­სა­მარ­თლო მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს. მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ჩვენ სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ფორ­მა გვაქვს დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში - სიკ­ვდი­ლით დას­ჯა.

ყვე­ლა ომის პა­ტი­მა­რი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იური სი­რო­ვატ­კიმ.

"ინტერპრესნიუსი"