"უნდა შეწყდეს ნებისმიერი განხეთქილებები ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს რუსეთს, რომ მეტად განახორციელოს თქვენზე ზეწოლა“ - კვირის პალიტრა

"უნდა შეწყდეს ნებისმიერი განხეთქილებები ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს რუსეთს, რომ მეტად განახორციელოს თქვენზე ზეწოლა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს არგუმენტად.

"ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან, მხოლოდ ძალას აღიქვამს რუსეთი არგუმენტად. ეს დრო დადგა. დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი. უკრაინამ საკუთარი მაგალითით უჩვენა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ ქვეყანაში 24 თებერვლიდან მაქსიმალური ერთიანობაა, ყველა მუშაობს ერთი შედეგისთვის - ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ამის დამსახურებით შესაძლებელი გახდა ის, რასაც მსოფლიო არ ელოდა: უკრაინამ რუსეთის არმია შეაჩერა - მისი კი ყველას ეშინოდა, ხომ გახსოვთ? - და შეძლო თავისი დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მეტი ერთიანობა - ეს არის ამ სიძლიერის ფუნდამენტი. და ბოლოს, უნდა შეწყდეს ნებისმიერი განხეთქილებები ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს რუსეთს, რომ მეტად განახორციელოს თქვენზე ზეწოლა“ , - მიმართა ზელენსკიმ ევროპარლამენტს.

"ინტერპრესნიუსი"