"ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს" - კვირის პალიტრა

"ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საბჭო მზადაა, უკრაინას, დახმარების სახით, 9 მილიარდი ევრო გამოუყოს.

"ევროპული საბჭო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, “დიდ შვიდეულთან“ ერთად. "ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს. ძლიერი და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინის რეკონსტრუქციაში", - დაწერა მან „ტვიტერზე“.

შარლ მიშელმა ეს განცხადება ევროკავშირის ლიდერების ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განსახილველად შეიკრიბნენ.

IPN