"ემოციურად ურთულესი დღე გვაქვს" - რატომ დააკავეს კაკულიები და ვინ იყო მათი მამა "დათო ტბილისკი"?
29 მაისს, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გუგა კაკულიები დააკავა. როგორც ირკვევა, ისინი სომხეთიდან თბილისში დაბრუნდნენ და გორგასლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. პოლიციამ მათი საცხოვრებელი ბინა ალყაში მოაქცია, თუმცა თვითმხილველების თქმით, ძმები 1 საათის განმავლობაში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენ და აგინებდნენ.
ძმები კაკულიები პოლიციელებმა ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, თუმცა საქმე შესაძლოა ბევრად მძიმე სს დანაშაულებს ეხებოდეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მათი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ.
არაოფიციალური ინფორმაციით, კაკულიების დაკავება სამი დღის წინ მომხდარს უკავშირდება, როდესაც ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიღბიანმა პირმა სკუტერიდან 15-ჯერ გაისროლა და ორი ახალგაზრდა დაჭრა. არაოფიციალური ცნობით, ძმებმა საქართველოს საზღვარი არარეგალურად გადმოკვეთეს.
კაკულიების სახელი პირველად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას - პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა.
როგორც წყარო გვეუბნება, მათი დაკავება სავარაუდოდ, უკავშირდება, როგორც არაყიშვილის ქუჩის სისხლიან გარჩევას, ასევე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს, რასაც დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი გიორგი ანთაძე უარყოფს. ადვოკატის რწმუნებით, კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, მათ პოლიციამ "ჩაუდო“.
"დავინტერესდი და მათ შეკითხვა დავუსვი კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ გავრცელებული თემაა. ვკითხე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბარებულები იყვნენ თუ არა პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა შემხებლობა. მათ აღნიშნულს სრული აბსურდი კი არა, სრული სისულელე უწოდეს, არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ ჰქონიათ, არც დაბარებულები ყოფილან საგამოძიებო უწყებაში“, - განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კაკულიებზე ძებნა იყო გამოცხადებული.
"ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი ძებნა მათზე არ ყოფილა გამოცხადებული. ნაქირავებ სახლში იმყოფებოდნენ, როცა ღამის საათებში, სპეცრაზმი შევარდა და დააკავეს. ერთადერთი, დაკავების დადებითი მხარე თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რა სიბინძურე და ტალახიც არის წამოსული მათკენ და მათი ოჯახისკენ, დარწმუნებული ვარ, ჩამოირეცხება და ყველა გაერკვევა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც ვაკეში მომხდარ სროლასთან და არც ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ“, - განაცხადა ანთაძემ.
დათა და გუგა კაკულიების დაკავებას ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გამოეხმაურა.
"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. გააგრძელეთ კითხვა