"ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი დღე გვაქვს" - რატომ დააკავეს კაკულიები და ვინ იყო მათი მამა "დათო ტბილისკი"? - კვირის პალიტრა

"ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი დღე გვაქვს" - რატომ დააკავეს კაკულიები და ვინ იყო მათი მამა "დათო ტბილისკი"?

29 მა­ისს, კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში ძმე­ბი დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბი და­ა­კა­ვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი სომ­ხე­თი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ და გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ალ­ყა­ში მო­აქ­ცია, თუმ­ცა თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ძმე­ბი 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ და აგი­ნებ­დნენ.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა საქ­მე შე­საძ­ლოა ბევ­რად მძი­მე სს და­ნა­შა­უ­ლებს ეხე­ბო­დეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი კავ­შირ­ში არი­ან ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი მა­მაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­ლდათ.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­კუ­ლი­ე­ბის და­კა­ვე­ბა სამი დღის წინ მომ­ხდარს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც ვა­კე­ში, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა სკუ­ტე­რი­დან 15-ჯერ გა­ის­რო­ლა და ორი ახალ­გაზ­რდა დაჭ­რა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, ძმებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი არა­რე­გა­ლუ­რად გად­მოკ­ვე­თეს.

კა­კუ­ლი­ე­ბის სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას - პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­მოჩ­ნდა.

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მათი და­კა­ვე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, უკავ­შირ­დე­ბა, რო­გორც არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩის სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას, ასე­ვე ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, რა­საც და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბის, გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ან­თა­ძე უარ­ყოფს. ად­ვო­კა­ტის რწმუ­ნე­ბით, კა­კუ­ლი­ებს ის ია­რა­ღი, რომ­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან, მათ პო­ლი­ცი­ამ "ჩა­უ­დო“.

"და­ვინ­ტე­რეს­დი და მათ შე­კი­თხვა და­ვუს­ვი კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­მაა. ვკი­თხე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა პო­ლი­ცი­ა­ში და ჰქონ­დათ თუ არა შემ­ხებ­ლო­ბა. მათ აღ­ნიშ­ნულს სრუ­ლი აბ­სურ­დი კი არა, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე უწო­დეს, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა ამ საქ­მეს­თან არ ჰქო­ნი­ათ, არც და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს კა­კუ­ლი­ებ­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ეს არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, არა­ნა­ი­რი ძებ­ნა მათ­ზე არ ყო­ფი­ლა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, როცა ღა­მის სა­ა­თებ­ში, სპეც­რაზ­მი შე­ვარ­და და და­ა­კა­ვეს. ერ­თა­დერ­თი, და­კა­ვე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არის ის, რომ რა სი­ბინ­ძუ­რე და ტა­ლა­ხიც არის წა­მო­სუ­ლი მათ­კენ და მათი ოჯა­ხის­კენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩა­მო­ი­რე­ცხე­ბა და ყვე­ლა გა­ერ­კვე­ვა, რომ მათ არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არც ვა­კე­ში მომ­ხდარ სრო­ლას­თან და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მეს­თან არ აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბის და­კა­ვე­ბას ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე გვაქვს, ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი, და­ა­კა­ვეს ჩვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში დამ­კვე­თე­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ძმე­ბი (ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია მკვლე­ლი ჭე­ლი­ძის და მკვლე­ლი კა­ვე­ლა­ძის აღი­ა­რე­ბი­დან) ძმებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი და გას­რო­ლით ამ­ცნეს ქა­ლა­ქის შუ­ა­გულს აქ ვართ არ­სად წავ­სულ­ვართ და­ი­ჩო­ქე­თო. არა, შვი­ლე­ბო, არა! ვერ და­გი­ჩო­ქებთ და თქვენ ნამ­დვი­ლად მო­გი­წევთ და­ჩო­ქე­ბა უფ­ლის წი­ნა­შე. გააგრძელეთ კითხვა