პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - შეავსე აპლიკაცია  და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“ - კვირის პალიტრა

პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - შეავსე აპლიკაცია  და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“

„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი პროფესია და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის.

დასაქმების პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან გაივლიან სტაჟირებას. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში დასაქმდებიან - კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

სასწავლო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება. კურსი ავტომობილის ზოგადი აგებულების შესახებ სრულად ფინანსდება „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ. დაინტერესებულ პირს მხოლოდ განაცხადის შევსება მოეთხოვება. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია.

teg2-1653994698.png

ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, „თეგეტა აკადემიის დირექტორი“: „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს ავტოინდუსტრიაში. ამ მიზნით საქმიანობს „თეგეტა აკადემია“, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც ავტოსფერო აინტერესებს. ჩვენამდე მოსასვლელად წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი შეთავაზების უნიკალურობაც ესაა - დაინტერესებული პირები იღებენ საჭირო განათლებას, ასევე გამოცდილი ტრენერების დახმარებით იძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შემდეგ ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სერვისცენტრში საქმდებიან“.

თეორიულ კურსზე განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება. პროექტის მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. კურსის ბოლოს სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო ეტაპი კი დასაქმებაა, წარმატებული მონაწილეები „თეგეტას“ გუნდს შეუერთდებიან და დასაქმდებიან თბილისის ფილიალებში, როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.