რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "აზოვსტალის“ გვირაბებში აღმოჩენილი 152 „ბოევიკისა“ და სამხედრო მოსამსახურის ცხედრებს უკრაინას გადავცემთ" - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "აზოვსტალის“ გვირაბებში აღმოჩენილი 152 „ბოევიკისა“ და სამხედრო მოსამსახურის ცხედრებს უკრაინას გადავცემთ"

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის მიწისქვეშა გვირაბებში, 152 „ბოევიკისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოვაჩინეთ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, ცხედრების ქვეშ ოთხი ნაღმი აღმოაჩინეს.

„პროვოკაციის მიზანი ცხედრების განზრახ განადგურებაში რუსეთის დადანაშაულება და ამ გზით კიევის რეჟიმის და პირადად ზელენსკის პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენა იყო“, - აღნიშნა იგორ კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, სამხედროების ცხედრებს უახლოეს მომავალში უკრაინის წარმომადგენლებს გადასცემენ.

IPN