ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

IPN