ბათუმში "მეტრო სითისთან" სპეცოპერაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბათუმში "მეტრო სითისთან" სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში "მეტრო სითის“ საცხოვრებელ კორპუსში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომპლექსთან არსებულ სავაჭრო ცენტრ “ეუფორიას” თანამშრომლები შენობის გარეთ გამოვიდნენ და აცხადებენ, რომ არსებული ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენის და კომპანია "მეტრო სითის“ გალიფ ოზთურქის დაკავების პროცედურები მიმდინარეობს.

სავაჭრო ცენტის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება სთხოვეს. ისინი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

"ინტერპრესნიუსი"