"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო" - კვირის პალიტრა

"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო"

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, გიგი უგუ­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი" არი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. უგუ­ლა­ვას თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ახლა ერეკ­ლე მე­ფეს "იფა­რებს." ამ სა­კი­თხზე მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ღა­მის ამ­ბე­ბი" ისა­უბ­რა.

"ყვე­ლა ელო­დე­ბა ამ ომის დას­რუ­ლე­ბას, იმი­ტომ რომ ომის შიში ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ ჰი­პერტრო­ფირ­დე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­ვი­ვებს. ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არ ვიცი... ერეკ­ლე მე­ო­რეს რომ იფა­რე­ბენ ახლა უსინ­დი­სოდ, ერეკ­ლე მეფე ასეთ ხალ­ხს გვერ­დზე არ და­ი­ყე­ნებ­და კი არა, სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­და. "ქო­ცუ­რი" სტან­დარ­ტით და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ცუდი მეფე იყო ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ იცი­ან სა­ღა­მოს მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მახ­ვი­ლი ამას გა­ი­ტანს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმას, ვი­საც უნდა და­ა­ჯე­როს, და­ა­ჯე­რებს, ან კი­თხვის ნიშ­ნებს გა­უ­ჩენს.

ამ ომის პი­რო­ბებ­ში ახლა ჩვენ შე­ვე­დით უკვე ისეთ ფა­ზა­ში, რომ ეს თა­მა­ში აღარ გა­მო­ვა, ახლა იქ­ნე­ბა - ან იქით უნდა წახ­ვი­დე და ან -აქეთ.

ფაქ­ტია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც შვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სამ­წუ­ხა­როდ ეფუძ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ, ყვე­ლა­ზე ბნელ ინ­სტინ­ქტებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც სო­ცი­უ­მის წევ­რებს გვაქვს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მო­ვე­დით. ყვე­ლა ამ ბნელ ინ­სტინ­ქტზე და­ფუძ­ნე­ბით, მისი კულ­ტი­ვა­ცი­ით, ნაკ­ვერ­ჩალს რომ სულს უბე­რავ და აღ­ვი­ვებ, ასე ცდი­ლო­ბენ იმ ყვე­ლაფ­რის გაღ­ვი­ვე­ბას, იმის­თვის, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი რამ - ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ", - ამ­ბობს უგუ­ლა­ვა.

ambebi.ge