"ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ" - კვირის პალიტრა

"ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ"

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს. იყო ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ცრემ­ლი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხი იყო ის საყ­რდე­ნი, რო­მელ­მაც იმ რთულ წლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­აძ­ლი­ე­რა. მძი­მე სე­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია, რომ შე­უც­ვლე­ლი იყო მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ნის წვლი­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სას. ამ­ჯე­რა­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ თე­მას კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა იბ­რძვი­ან სიმ­სივ­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად, გა­ამ­ხნე­ვა და მათ კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნათ, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის...

"მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან დი­დია ჩემი შვი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში, მოგ­ვი­წია ყვე­ლა დე­ტა­ლის შეს­წავ­ლა და გე­ტყვით, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის! ამ და­ა­ვა­დე­ბას სა­სიკ­ვდი­ლოდ თვლიდ­ნენ ბევ­რი წლის წინ… ახლა მთა­ვა­რია სწორ დროს აღ­მო­ა­ჩი­ნოთ და და­ი­სა­ხოთ მიზ­ნად ბრძო­ლა, რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად იცო­ცხლებთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბით!

ონ­კო­ლო­გე­ბის წვლი­ლი ყო­ველ­თვის დიდი იყო და იქ­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა ქარ­თველ ონ­კო­ლოგს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს რომა სრე­სელს.

პ.ს. ვი­საც ახლა გი­წევთ ამ ტან­ჯუ­ლი გზის გავ­ლა, არც კი იფიქ­როთ ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა! იბ­რძო­ლეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და ოჯა­ხის­თვის! თქვენ მათ ჭირ­დე­ბით! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ...