თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს - მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს - მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.

ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

IPN