"სიკეთით, წესიერებით, ადამიანობით გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დავკარგე" - კვირის პალიტრა

"სიკეთით, წესიერებით, ადამიანობით გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დავკარგე"

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი გარდაცვლილი ილია ელოშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს...

- ილო!

- რაო მანჩ...

სიკეთით, წესიერებით, ადამიანობით გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დავკარგე :(((

სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!".

ცნობისათვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დღეს, 1-ლ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

თბილისის მერიამ, მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

photo-1654077289.jpg
მანანა თოქმაჯიშვილის პოსტი