"ნატახტარის“ ხავერდოვანმა გემომ საქართველოს საერთაშორისო ჯილდო მოუტანა
ლუდი „ნატახტარის“ ხავერდოვანმა გემომ ბრიუსელში გემოს საერთაშორისო ინსტიტუტის ჯილდო (Superior Taste Award - უმაღლესი გემოს ჯილდო) დაიმსახურა.
პროდუქტები 200-ზე მეტმა ჟიურის წევრმა შეაფასა სხვადასხვა ქვეყნიდან. აღნიშნული კონკურსის ჟიური მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სომელიეთა და შეფ-მზარეულების გუნდით არის წარმოდგენილი. თავად ჟიურის დაკომპლექტებაზეც ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები ზრუნავენ, როგორიცაა, მაგალითად, Le guide Michelin და Gault & Millau.
პროდუქტები ფასდება მკაცრი და ნეიტრალური მეთოდოლოგიით. პროდუქტების დაგემოვნება ხდება ბრმად კვებისა და სასმელის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებმაც არ იციან ბრენდის სახელი და მისი წარმომავლობა.
„ეფეს საქართველო“ განსაკუთრებით ამაყობს, რომ ლუდი „ნატახტარის“ ხავერდოვანმა გემომ უმაღლესი გემოს ჯილდო მიიღო. ამ წარმატების უკან „ნატახტარის“ გუნდის დიდი შრომაა. ახალი, ხავერდოვანი გემო განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით მიიღება. წარმოების პროცესში ახალი ტექნოლოგია - გახანგრძლივებული ფერმენტაცია გამოიყენება
უკვე 17 წელია, ლუდი „ნატახტარი“ მეგობრობას გულშემატკივრობს. წელს კი გადაწყვიტა ადამიანებს ერთმანეთის მეტად ნახვისკენ უბიძგოს, რაც ბოლო 2 წელი გვაკლდა. მეგობრებს ახსენებს, რომ ერთმანეთის ნახვა ურთიერთობებს აღრმავებს და დროა, დაკარგული აინაზღაურონ. „ნატახტრის“ ხავერდოვანი ლუდი კი ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს ხდის.
შეკრების დროა! - ეს ბრენდის ახალი, მეგობრობის კამპანიაა, რომ შეგახსენოთ, რამდენად მარტივი და სასიამოვნოა, ჭიქა „ნატახტარზე“ მეგობრებთან ერთად შეკრება.
https://www.facebook.com/natakhtari/videos/322415623372647
ან
(R)