ილია ელოშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს - კვირის პალიტრა

ილია ელოშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერის მოადგილეები, თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

IPN