"ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით, თავაზიანობით და წესიერებით"
ექსპერტი გია ხუხაშვილი გარდაცვლილი ილია ელოშვილის შესახებ წერს და ოჯახს მომხდარის გამო უსამძიმრებს.
"ძალიან დამწყვიტა გული ილია ელოშვილის ტრაგიკულად დაღუპვამ. ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით, თავაზიანობით და წესიერებით. მუდამ მომღიმარი და გეთილგანწყობილი.
ვერ წარმომიდგენია, რა გარემოებებს უნდა ეიძულებინა სრულიად გაწონასწორებული ადამიანი, სიცოცხლე ასე დაესრულებინა" - წერს ხუხაშვილი.
