მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი სიყვარული ჰყავს - ნახეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი სიყვარული ჰყავს - ნახეთ ფოტოები

მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ილონ მას­კი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ნა­ტა­შა ბა­სე­ტი, სენ-ტრო­პე­ში რო­მან­ტი­კულ დროს ატა­რე­ბენ. წყვი­ლი აქ შა­ბათ-კვი­რას გა­ემ­გზავ­რა.

Tesla-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 50 წლის მას­კი და 27 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი პა­პა­რა­ცებ­მა ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ლანჩზე შე­ნიშ­ნეს. ისი­ნი ღვი­ნოს და ფრან­გუ­ლად შემ­წვარ კარ­ტო­ფილს შე­ექ­ცე­ოდ­ნენ. წყვი­ლი კარგ გან­წყო­ბა­ზე ჩან­და და ერ­თად ბევ­რს იცი­ნოდ­ნენ.

მასკს ნაც­რის­ფე­რი მა­ი­სუ­რი და შავი ჯინ­სე­ბი ეცვა, მისი მე­წყვი­ლე კი უფრო ღია ფე­რე­ბის სა­მოს­ში, ჭრელ კა­ბა­სა და თას­მი­ან სან­დლებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. ლან­ჩის შემ­დეგ ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­ე­შურ­ნენ ხალ­ხით სავ­სე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე.

ილონ მას­კი­სა და ბა­სე­ტის რო­მან­ზე უკვე დიდი ხა­ნია მით­ქმა-მოთ­ქმაა. მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ, HollywoodLife-თან სა­უ­ბარ­ში ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში თქვა, რომ წყვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და მო­ნო­გა­მი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ. ბა­სე­ტამ­დე მას­კი მუ­სი­კოს Grimes-ს ხვდე­ბო­და. მათ 2 სა­ერ­თო შვი­ლიც ჰყავთ - X Æ A-Xii და Exa Dark Sideræl. იხილეთ სრულად