"ორი წლის წინ, ამ დღეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა" - როგორ ულოცავს სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილს დაბადების დღეს? - კვირის პალიტრა

"ორი წლის წინ, ამ დღეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა" - როგორ ულოცავს სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილს დაბადების დღეს?

მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გოგონა, ელის-მარია 2 წლის გახდა.

"ორი წლის წინ, ამ დღეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა ამ გოგომ. ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ულევ წარმატებას და სიხარულს გისურვებ, დე, უსაზღვროდ მიყვარხარ" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ელის-მარია სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის პირველი შვილია, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პირველი ქალიშვილი და მესამე შვილი.