ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე განქორწინების ზღვარზე არიან - ამის მიზეზად ომი იქცა? - კვირის პალიტრა

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე განქორწინების ზღვარზე არიან - ამის მიზეზად ომი იქცა?

ვერა ბრეჟნე­ვა და კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე არი­ან, რო­გორც რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, წყვილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რი­დან დღემ­დე კომ­პო­ზი­ტორ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს არა­სო­დეს უსა­უბ­რია ომზე. მისი მე­უღ­ლე ვერა ბრეჟნე­ვა კი დღემ­დე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ის რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ხეს, რო­გორ მუ­შა­ობ­და დევ­ნილ­თა ბა­ნა­კებ­ში, მათ შო­რის სატ­ვირ­თო­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის გად­მო­ტა­ნა­შიც კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რუ­სუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძის პო­ზი­ცია იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ მას არ სურს რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და­კარ­გოს. და სწო­რედ ამ პო­ზი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვერა ბრეჟნე­ვამ და კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2015 წელს მო­ა­წე­რეს ხელი. სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იტა­ლი­ა­ში გა­ი­მარ­თა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლე­ბი არ ჰყავთ, მაგ­რამ ბრეჟნე­ვას ხში­რად უთ­ქვამს, რომ ოც­ნე­ბობს კონ­ტან­ტი­ნეს­თან ვა­ჟის ყო­ლა­ზე.

ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი ბიზ­ნე­სი და ქო­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი დაგ­მო და ამის გამო, რუ­სეთ­ში ვარ­სკვლა­ვი დაბ­ლო­კეს. მას აღარ იწ­ვე­ვენ კონ­ცერ­ტებ­ზე და უფრო მე­ტიც, ყო­ფი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი რუ­სე­თი­დან მის გა­ძე­ვე­ბა­საც კი ითხო­ვენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს რუ­სე­თი არ და­უ­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ მი­ა­ტო­ვა საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, სიმ­ღე­რა... რო­გორც ჩანს, ძმებ მე­ლა­ძე­ებს რუ­სეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ქო­ნე­ბა და ბიზ­ნე­სი აკა­ვებთ.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომის და­წყე­ბის დროს, კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე კი­ევ­ში, სი­დედ­რის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, სად არის კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ცოლ­მა მი­ა­ტო­ვოს.

ambebi.ge