"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც 2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს - კვირის პალიტრა

"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც 2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს

ლე­გენ­და­რულ­მა ბრა­ზი­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა პე­ლემ "ინ­სტაგ­რამ­ზე" წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნას­თან ომის შე­წყვე­ტა სთხო­ვა.

81 წლის პელე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, პუ­ტი­ნის სი­სას­ტი­კე­ზე თვალს არ ხუ­ჭავს და ას­რუ­ლებს და­დე­ბულ პი­რო­ბას, რომ ყო­ველ­თვის აი­მაღ­ლოს ხმა უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მშვი­დო­ბის­თვის იბ­რძო­ლოს.

პელე აღ­ნიშ­ნავს, რომ წე­რი­ლი იმა­ვე დღეს და­წე­რა, როცა ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნის გუნ­დმა შოტ­ლან­დია 3-1 და­ა­მარ­ცხა (მატ­ჩი გუ­შინ, პირ­ველ ივ­ნისს გა­ი­მარ­თა).

"დღეს უკ­რა­ი­ნა ცდი­ლობს, რომ 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც და­ი­ვი­წყოს ის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მათ ქვე­ყა­ნას შთან­თქავს. მსოფ­ლიო თა­სის­თვის ბრძო­ლა თა­ვის­თა­ვად რთუ­ლი მი­სი­აა, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი, როცა ამ­დე­ნი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ჰკი­დია", - წერს პელე.

რო­გორც პელე აღ­ნიშ­ნავს, ეს კონ­ფლიქ­ტი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია და ხალ­ხის­თვის ტან­ჯვის, ში­შის და ტე­რო­რის მეტი არა­ფე­რი მო­აქვს:

"ომე­ბი მხო­ლოდ იმის­თვი­საა, რომ ერე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და არ არ­სე­ბობს იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბე­ბის რა­კე­ტე­ბით და­მარ­ხვას, ოჯა­ხე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლას გა­ა­მარ­თლებს.

8 ათწლე­უ­ლია ვცხოვ­რობ და ვნა­ხე ომე­ბი, მო­ვის­მი­ნე სი­ძულ­ვი­ლის ენა, რომ­ლი­თაც უხერ­ხემ­ლო ლი­დე­რე­ბი, ვი­თომ­და ერის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ძაგ­ლო­ბებს ქა­და­გებ­დნენ. ეს უნდა შევ­წყვი­ტოთ და განვვი­თარ­დეთ.

როცა ჩვენ (გუ­ლის­ხმობს პუ­ტინს) წარ­სულ­ში შევ­ხვდით და ერ­თმა­ნეთს ღი­მი­ლით ჩა­მო­ვარ­თვით ხელი, თავ­ში აზ­რა­დაც არ გა­მივ­ლია, რომ ერთ დღე­საც ასე და­ვი­ყო­ფო­დით. გააგრძელეთ კითხვა