"გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე - კვირის პალიტრა

"გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში.

იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად", - წერს ჯაღმაიძე.

photo-1654165441.jpg