ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეორად საბურავებსა და ნარჩენებს წაეკიდა.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

„ავტონაწილების ბაზრობაზე მეორადი საბურავები და ნარჩენები იწვის. ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

IPN