"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ" - კვირის პალიტრა

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ"

მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ. ჩვენ ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იღებს და იმედი აქვს, თუკი მას ადამიანობის ნაწილი შერჩა, სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ. ის ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სთხოვს, რომ მან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით თავისი აზრი ოფიციალურად დააფიქსიროს.

"ძალიან სერიოზულად არის ავად. პრემიერს მინდა ვუთხრა, ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავის პრობლემები ეწყება ძალიან სერიოზული, ჯობია თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონი თუ კიდევ რაიმე აქვს ადამიანობის გაუშვებენ," - განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სააკაშვილს თავდებში ნებისმიერ დროს დაუდგება.

IPN