"ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით ... ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და" - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი? - კვირის პალიტრა

"ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით ... ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და" - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლი ილია ელოშ­ვი­ლი 1-ლ ივ­ნისს, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ეს ამ­ბა­ვი ელ­დად იქცა არა მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც ილია ერთხე­ლაც კი შეხ­ვედ­რია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფარ­თო სა­ზო­გა­დე­ო­ბის­თვის ისიც გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ აფხა­ზე­თის ომის დროს 17 წლის ბიჭი, რო­გორ წა­ვი­და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად.

"ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, უაღ­რე­სად ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და. ვცდი­ლობ­დით, წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე არ გაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არ იშ­ლი­და, მა­ინც მი­დი­ო­და. ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა იყო, და­ვით თევ­ზა­ძეს სახ­ლშიც ჰყავს გაშ­ვე­ბუ­ლი. ილო წა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მა­ლე­ვე უკან, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და. როცა და­თომ უსაყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ დაბ­რუნ­დიო, ილომ უპა­სუ­ხა, - ბრძა­ნე­ბა ხომ შე­ვას­რუ­ლე, წა­ვე­დი და ახლა ჩა­მო­ვე­დიო“, - იხ­სე­ნებს ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ ყო­ფილ მებ­რძოლ ილია ელოშ­ვილს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით ბეჟაშ­ვი­ლი:

"1992 წლის ნო­ემ­ბე­რი იყო. გაგ­რის და­ცე­მის შემ­დეგ, გია ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის ზღვა­ზე პირ­ვე­ლი ბრი­გა­და შექ­მნა. იმ­ხა­ნად, თბი­ლი­სის ზღვა­ზე ამო­ვიდ­ნენ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ყო­ფი­ლი გე­პე­ის) სტუ­დენ­ტე­ბი და მთხო­ვეს, ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თქვენ­თან ერ­თად გვინ­და ომში წა­მოს­ვლაო. მა­შინ ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, შემ­დეგ კი, ბრი­გა­და რომ შე­იქ­მნა, მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მა­შინ და­მა­მახ­სოვ­რდა ერთი ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ასა­კის, 17 წლის ბიჭი - ილო ელოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. ვიდ­რე აფხა­ზეთ­ში წა­ვი­დო­დით, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თბი­ლი­სის ზღვა­ზე ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ნენ, მათ ომში წას­ვლას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ,- რა უნდა ჩემს შვილს ომ­შიო... ზოგ­მა მო­ა­ხერ­ხა კი­დეც მათი შინ წაყ­ვა­ნა.

და­მა­მახ­სოვ­რდა ილოს მამა - ბა­ტო­ნი ომა­რი (იგი კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დმა­ნი­სის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი იყო. ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნა იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ბუნ­ტი აა­გო­რა და ამ კაც­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით ჩა­ა­წყნა­რა სი­ტუ­ა­ცია), რო­მე­ლიც ჩვენ­თან ამო­ვი­და და პი­რი­ქით, ვაჟ­კა­ცუ­რად დაგ­ვი­ლო­ცა გზა, ამა­ყიც იყო, რომ მისი შვი­ლი სამ­შობ­ლოს დაც­ვა­ში უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო. ეს პა­ტა­რა ბიჭი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და ან­თე­ბუ­ლი იყო, ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, უაღ­რე­სად ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და. ვცდი­ლობ­დით, წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე არ გაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არ იშ­ლი­და, მა­ინც მი­დი­ო­და. ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა იყო, და­ვით თევ­ზა­ძეს სახ­ლშიც ჰყავს გაშ­ვე­ბუ­ლი. ილო წა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მა­ლე­ვე უკან, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და. როცა და­თომ უსაყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ ჩა­დაბ­რუნ­დიო, ილომ უპა­სუ­ხა - ბრძა­ნე­ბა ხომ შე­ვას­რუ­ლე, წა­ვე­დი და ახლა ჩა­მო­ვე­დიო. ამას­თა­ნა­ვე, ილო სას­წა­უ­ლი იუ­მო­რის პატ­რო­ნი იყო. ომში არის მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ხან რა ხდე­ბა, ხან - რა, ზოგი სა­სო­წარ­კვე­თა­ში ვარ­დე­ბა, მაგ­რამ მე ილო ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი, დამფრ­თხა­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი არ მი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასა­კით პა­ტა­რა იყო და პირ­ვე­ლად მო­უ­წია ბრძო­ლის ველ­ზე ყოფ­ნამ. ილომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი ყვე­ლა­ფერს და აფხა­ზეთ­ში ბევრ ბრძო­ლებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ახა­ლი კინ­დღის, ტა­მი­შის და ა.შ. ის ბო­ლომ­დე დარ­ჩა ომში და პირ­ნათ­ლად მო­ი­ხა­და ვალი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე. იხილეთ სრულად