"ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა" - კვირის პალიტრა

"ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა"

ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა, ეს არის ერთადერთი გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს არსებული ხელისუფლების პირობებში თავისუფალ სამყაროში დაბრუნების შანსი არ აქვს.

"მთავარია, ყველამ გავაცნობიეროთ ძალიან სამწუხარო რეალობა, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა, ეს არის გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

პრობლემები არ ეხება მხოლოდ ცალკეულ ასპექტებს, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვყავს რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის, ქვეყნის მომავალზე უარი თქვას, იყოს ღია პოლიტიკურ ალიანსში პუტინისტურ პროპაგანდასთან და დაუპირისპირდეს დასავლეთს”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"