"ამას გვიმალავდი, ნიკოლოზ?" - როგორი გამოხმაურება მოჰყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის ნამღერს?
მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინსტაგრამზე" განათავსა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მღერის და უკრავს უკულელეზე.
ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილი ოჯახური სკანდალების გამო, სპორტსმენის ამ ამლუაში ხილვა მის გამომწერებს ძალიან ესიამოვნათ:
"ო, ღმერთო ჩემო, პირველად ვხედავ ნიკოლოზი რომ იღიმის და იცინის"
"აი ესეე რააა, დავიტანჯეთ ხალხი მძაფრი სიუჯეტებით შენზე"
"ძალიან ნიჭიერო"
"ასეთი პოზიტიური ვიდეოები ბევრი გვინდა"
"ამას გვიმალავდი ნიკოლოზ?" - წერენ სპორტსმენის გამომწერები "ინსტაგრამის" კომენტარებში.