რუსეთი იმედოვნებს, რომ თურქეთი სირიაში შეტევის განხორციელებისგან თავს შეიკავებს - კვირის პალიტრა

რუსეთი იმედოვნებს, რომ თურქეთი სირიაში შეტევის განხორციელებისგან თავს შეიკავებს

რუსეთი იმედოვნებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში შეტევის განხორციელებისგან თავს შეიკავებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნული განცხადება ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქურთი „ტერორისტების“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შესახებ მუქარა განაახლა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ანკარა თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება სირიაში ისედაც რთული სიტუაციის სახიფათო გაუარესება გამოიწვიოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ასეთი ნაბიჯი, სირიის არაბთა რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი დარღვევა იქნება და გამოიწვევს სირიაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას.

IPN