გალა-ვახშამი, დაჯილდოების ცერემონია და მაღალი რანგის სტუმრები - ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები ბრატისლავას სასახლიდან - კვირის პალიტრა

გალა-ვახშამი, დაჯილდოების ცერემონია და მაღალი რანგის სტუმრები - ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები ბრატისლავას სასახლიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად, გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის (GLOBSEC) ფო­რუ­მის გალა-ვახ­შამს და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო.

ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­ზეც ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბი და დე­ლე­გა­ტე­ბი იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი, ბრა­ტის­ლა­ვას სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, ჩე­ხე­თის და სლო­ვა­კე­თის ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ჯილ­დო გა­და­ე­ცა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. ჯილ­დო, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ი­ცე­მა და იმ პი­რე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სლო­ვა­კე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ედუ­არდ ჰე­გერ­მა გა­დას­ცა.

დღეს ჯილ­დო ასე­ვე გა­და­ე­ცა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ოფი­სის დი­რექ­ტორს, ბრი­გა­დის გე­ნე­რალს კა­რელ ჟეჰ­კას.

GLOBSEC 2022-ი დე­ლე­გა­ტებს 67 ქვეყ­ნი­დან მას­პინ­ძლობს, მათ შო­რის 10 პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, ასე­ვე, ფო­რუ­მის დე­ლე­გა­ტებს შო­რის არი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი.

იხილეთ ფოტოები ლინკზე